ვიზიტის დაჯავშნა

ცვლილება

ძვირფასო მომხმარებელო

გაცნობებთ, რომ 2022 წლის 14 მაისიდან ძალაში შედის საქართველოს მთავრობის 2022 წლის 14 აპრილის #201 დადგენილება,  რომლის მიხედვითაც დგინდება საფოსტო გზავნილით შემოტანილი საქონლის გაფორმების საფასური, შემდეგი ოდენობით: 

  • 300-დან 3 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 20 ლარი
  • 3 000-დან 10 000 ლარამდე ღირებულების საქონელზე – 100 ლარი
  • 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საქონელზე – 300 ლარი

გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ გზავნილის დეკლარაციის პროცესის დასრულებისთვის, სავალდებულოა მიმღებმა პირმა (მიუხედავად იმისა ფიზიკური თუ იურიდიული პირია ის), საფასურის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი  წარმოადგინოს  წ ი ნ ა ს წ ა რ და გადახდის ქვითარში მითითებული უნდა იყოს განსაბაჟებელი ამანათის გზავნილის ნომერი/ნომრები.

საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს შემდეგ სახაზინო კოდზე: 707017021

 

მადლობას გიხდით თანამშრომლობისთვის 

 

032 2 197 888

ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის N107 / ქ.თბილისი, გლდანი 1-ელი მკრ. 23ბ. კრპ. / ქ.თბილისი, ისანი, ნავთლუღის N3 (მეტრო ისანთან) ქ.ქუთაისი ლადო ასათიანის 139

china2me.ge@gmail.com