რა შემთხვევაში ბაჟდება ამანათი?

რა შემთხვევაში ბაჟდება ამანათი?

🧐რა შემთხვევაში ექვემდებარება გზავნილი განბაჟებას❓
 
1️⃣თუ მისი ღირებულება არის 300 ლარი ან აღემატება 300ლარს❗️
 
📌თუკი თქვენ ერთ რეისზე გაქვთ რამოდენიმე ამანათი ,რომელთა ღირებულება ცალ-ცალკე არ ცდება 300 ლარს, მაგრამ მათი ჯამური ღირებულება არის 300 ლარი ან მეტი ყველა ამანათი დაექვემდებარება განბაჟებას.
 
2️⃣ერთი ამანათის წონა არის 30 კგ და მეტი თუნდაც 300 ლარზე ნაკლები იყოს მისი ღირებულება, ასევე დაექვემდებარება განბაჟებას❗️
 
3️⃣ზოგიერთ შემთხვევაში ,თუნდაც ამანათის ღირებულება იყოს 300 ლარზე ნაკლები და ერთ ამანათში დევს 3-ზე მეტი ერთგვარი ნივთი (მაგ.: 4 ფეხსაცმელი, ოთხივე შავი და ოთხივე 40 ზომა) მებაჟეს შეუძლია მიიჩნიოს ეს გზავნილი კომერციული და არა პირადი დანიშნულებისთვის და დაუქვემდებაროს განბაჟებას.
⚠️აღნიშნული დაბეგვრის მეთოდი არ ეხება იურიდიულ პირებს, რადგან იურიდიული პირები კომერციული საქმიანობის გამო ისედაც იბეგრებიან❗️
 
4️⃣თუ თქვენ ერთ რეისზე გაქვთ 300 ლარის და მეტის ღირებულების ამანათი,ასევე 30კგ ან მეტი წონის ამანათი და იგივე რეისზე გექნებათ სხვა ამანათი/ები თუნდაც 1 ლარის ღირებულების ისიც ავტომატურად დაექვემდებარება განბაჟებას❗️
 
🗂📍აგრეთვე, გზავნილი განბაჟებას ექვემდებარება მებაჟის გადაწყვეტილების მიხედვით,შემდეგი ნიშნებით:
 
🔴 როდესაც თქვენ აწარმოებთ ამანათების ონლაინ გამოწერას იქნება ეს კონკრეტულად ერთი საფოსტო გადამზიდისგან თუ რამოდენიმე საფოსტო გადამზიდისგან ერთად ან დროის სხვადასხვა მონაკვეთში, თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები თქვენს სახელზე ისახება შესამოსავლების სამსახურის ბაზაში და დგება თქვენი გამოწერების ისტორია (მაგ.: რა რაოდენობის ამანათი გამოწერეთ ბოლო ერთ თვეში ან წელში) რაზეც წვდომა აქვს მებაჟეს👮‍♀️
 
თუკი ერთ რომელიმე რეისზე თქვენ გექნებათ გარკვეული რაოდენობის ამანათი (მაგ.: 10,20,30) შესაძლოა მებაჟე დაინტერესდეს ასევე თქვენი გამოწერების ისტორიით თუ რა სიხშირით იწერთ ამანათებს, რის საფუძველზეც მებაჟეს შეუძლია მიიჩნიოს თქვენს მიერ გამოწერილი ამანათები კომერციულად და დაუქვემდებაროს განბაჟებას❗️
 
🤔როგორ მოვიქცე თუ ჩემი ამანათები არ არის კომერციული,მაგრამ მებაჟემ ის კომერციულად მიიჩნია და დაუქვემდებარა განბაჟებას❓
 
⚠️უნდა წარადგინოთ შესყიდვის ინვოისები📄, სადაც ნივთის რაოდენობით და მონაცემებით შეძლებთ დაამტკიცოთ ,რომ ნივთი არის პირადი მოხმარების(მაგ.: ერთნაირი ზომის სხვადასხვა ტიპის პიჯაკები, ფეხსაცმელი ან შარვალი რაზეც დაადასტურებთ რომ აღნიშნული ზომის ტანისამოსი თქვენი პირადი გამოყენებისთვისაა).

032 2 197 888

ქ.თბილისი, ცოტნე დადიანის 107 / გლდანის ფილიალი 1 მკრ. 23ბ. კრპ.

info@china2me.ge